სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა და ყოველი მე-3 პენსიას იღებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 31 წლის განმავლობაში რეგიონში მოსახლეობა თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლისთვის ადგილზე მოსახლეობის რიცხოვნობა 283.3 ათასს შეადგენდა, მაშინ როცა 1994 წელს 436.1 ათასი იყო.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2025 წელს მოსახლეობის რაოდენობა ასეთია:
· ს მუნიციპალიტეტი – 41.2 ათასი;
· აბაშის მუნიციპალიტეტი – 17.2 ათასი;
· ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 91.6 ათასი;
· მარტვილის მუნიციპალიტეტი 29.6 ათასი;
· მესტიის მუნიციპალიტეტი 9.2 ათასი;
· სენაკის მუნიციპალიტეტი 28.9 ათასი;
· ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 20.3 ათასი;
· წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 20.2 ათასი;
· ხობის მუნიციპალიტეტი – 25.1 ათასი.
მცხოვრებთა რიცხოვნობის შემცირების გარდა, რეგიონში მოსახლეობის დაბერების ტენდენციაა. ყოველი მესამე საპენსიო ასაკის ადამიანია. ადგილზე რეკორდულად დაბალია შობადობის მაჩვენებელიც. 2024 წელს სამეგრელო – ზემო სვანეთში 2 414 ბავშვი დაიბადა, რაც 1994 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალი შობადობაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 89 936-ს შეადგენდა. რაიონების მიხედვით პენსიონერთა რაოდენობა ასეთია:
· აბაშის რაიონი – 5 333 პირი;
· ზუგდიდის რაიონი – 33 641 პირი;
· მარტვილის რაიონი – 8 611 პირი;
· მესტიის რაიონი – 2 111 პირი;
· სენაკის რაიონი – 10 298 პირი;
· ფოთი – 9 477 პირი;
· ჩხოროწყუს რაიონი – 5 810 პირი;
· წალენჯიხის რაიონი – 7 383 პირი;
· ხობის რაიონი – 7 272 პირი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობას იღებს 13 335 პირი. რაიონების მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხოვნობა ასე გამოიყურება:
· აბაშის რაიონი – 904 პირი;
· ზუგდიდის რაიონი – 5 487 პირი;
· მარტვილის რაიონი – 1 058 პირი;
· მესტიის რაიონი – 1 042 პირი;
· სენაკის რაიონი – 1 635 პირი;
· ფოთი – 920 პირი;
· ჩხოროწყუს რაიონი – 560
· წალენჯიხის რაიონი – 937 პირი;
· ხობის რაიონი – 792 პირი.