სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები, კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდებით – სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
„სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე. ტალღებმა ნაწილობრივ გაანადგურა ფოთის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა პრევენცია მოვახდინოთ. ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა ზარალი მივიღეთ. არათუ უკან იხევს, პირიქით, სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები და კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდები“,- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.