სამეგრელოში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავეს

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მკვლელობა მოხდა. პოლიციამ ცხელ კაცზე დააკავა მოკლული ქალის ქმარი. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ცნობით, სოფელ კორცხელში 51 წლის კაცმა ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული 58 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?