სამეგრელოში “აირჩიე ევროპას” აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს

“აირჩიე ევროპას” აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს. შემთხვევა სამეგრელოში მოხდა. სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამ გზით აქტივისტებისა და ოპონენტების დაშინებას განაგრძობს.
“შემთხვევითი არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართულმა ოცნებამ” ეს უღირსი ქმედებები სწორედ სტუდენტური ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული ამგვარი აქტით დაიწყო. საზოგადოებამ იცის იმის შესახებ, რომ ჩვენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში დავდივართ რეგიონებში, ვესაუბრებით ადამიანებს და როგორც ჩანს ამ გულწრფელმა, ახალგაზრდულმა მოტივაციამ განსაკუთრებული ბრაზი და გაღიზიანება გამოიწვია მმართველი გუნდის წარმომადგენლებში. ვერანაირი ასეთი ქმედება ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, პირიქით კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას და კიდევ უფრო ვაცნობიერებთ სინამდვილეში რის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა,” – ამბობს მანაგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს