სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული არიან – 1976 წელს დაბადებული ნ.კ. და 1976 წელს დაბადებული ი.გ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” და ფსიქოტროპული პრეპარატი “ლირიკა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.” – ნათქვამია განცხადებაში.