სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. მისი თქმით, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, „სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს, რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება“.
ლაპარაკია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი მოქალაქეს ტაძარში შორტებით შესვლის გამო დაუპირისპირდა. მოქალაქე ამბობს, რომ ემიგრანტია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებულია, დეკანოზი კი მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მათ შორის „სულიერ მეძავს“ უწოდებს.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით. „ეს ფაქტი უხერხული და არასასიამოვნოა და სწორედ ამის გამო იქნება ზნეობრივი კომისია მოწვეული“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს