სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს | მის ადგილას მატრონას სხვა ხატი კიდია

სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია, მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატია – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათთან საუბარში “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.
უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც – დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.