სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.