სამგორის მეტროსთან ქვეითს ზებრაზე სატვირთო დაეჯახა | არსებული ინფორმაციით, ის ადგილზე დაიღუპა

თბილისში, სამგორის მეტროსთან ქვეითთა გადასასვლელზე სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ჩვენთვის გამოგზავნილი ფოტო მასალის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა 15:06 საათზე მოხდა.
დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ, მასალა უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში დაზუსტდება.