სამაშველო სამსახურმა 6 სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა. აღნიშნავს, რომ მიზანი “საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესებაა”.
“თანამედროვე კატარღები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და ეფექტურია, როგორც ზღვაში, ასევე მდინარეში სამაშველო-საძიებო მოქმედებების დროს. კატარღები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასზე დამონტაჟებულია წყლის ფსკერის სკანირების საშუალებები” – აცხადებს შსს.