სამაშველო სამსახურმა 3 თოვლმავალი იყიდა

საქართველოში დიდთოვლობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამი თოვლმავალი იყიდა. ხელშეკრულება კომპანია „ტრანსპორტერთან“ გუშინ, 25 თებერვალს დაიდო.
ტექნიკა 252 490 ლარი ჯდება, ამას ემატება დღგ 18%, რაც დაახლოებით 45 ათასი ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთ დღეში უნდა გადასცემოდა.
„თოვლმავლების მეშვეობით შესაძლებელი გახდება სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა, სტიქიის ზონაში საჭირო მობილიზაციის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ევაკუირების ხელშეწყობის მიზნით უსაფრთხო გადაადგილება იქ, სადაც სამაშველო და სხვადასხვა ტიპის ტექნიკა ვერ გადაადგილდება“, – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ლოჯისტიკის დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ამირანაშვილი სამსახურეობრივ პატაკში.
აქვე აღნიშნულია, რომ თოვლმავლები მათ საქართველოს მთიან რეგიონში მოსული უხვი თოვლისა და ჩახერგილი გზების გამო მოსახლეობის ევაკუაციისთვის და მათთვის საკვებისა და მედტიკამენტების მისატანად სჭირდებათ.
რადიო თავისუფლებისთვის უცნობია ფლობს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვა თოვლმავლებსაც და იყენებდა თუ არა მათ სტიქიის პირველივე დღეებში. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში თქვეს, რომ აუცილებელია ოფიციალური წერილის გაგზავა, რაზე პასუხის დასაბრუნებლადაც მათ 10-დღიანი ვადა აქვთ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს