“სამარცხვინოა, ფასი არ აქვს” | კობახიძე POLITICO-ს სიაზე, სადაც ივანიშვილი “დამრღვევების” სიაშია

ირაკლი “პოლიტიკოს” სტატიას ბიძინა ივანიშვილზე “სამარცხვინოს” და “შეკვეთილ სტატიას” უწოდებს. მისივე მტკიცებით, არც ერთი ფაქტი და გარემოება არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე:
“ერთი სიტყვით ვუპასუხებ – ეს არის სამარცხვინო. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაცა გაზეთში და ბიძინა ივანიშვილ უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხო არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტი არის ის, რომ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბინა ივანიშვილმა” ამბობს კობახიძე.
გამოცემა “პოლიტიკომ” გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი, მათ გარდა, გამოცემა წერს კიდევ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებზე – შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები. გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. ვინ დასახელდება ამ კატეგორიების მიხედვით ყველაზე გავლენიან პირებად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ც მოხვდა, რომელსაც “პოლიტიკო” ოლიგარქად მოიხსენიებს. ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერმინისტრი, .
იხილეთ:
· მისი მიზანია თბილისი EU-ს მოსაცდელიდან გამოვიდეს და კრემლის კლანჭებში მოექცეს | ივანიშვილი POLITICO-ს “დამრღვევების” სიაში მოხვდა