სამარცხვინოა უსამშობლო ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა

სამარცხვინოა უსამშობლო ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა
ეს კონგრესმენები “პატაკს” იბარებენ სოროსის ფონდისგან და საქართველოს შესახებ მოსმენა ჰქვია მაგას?! – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ჰელსინკის კომისიის შეკრების შესახებ. ქადაგიძე საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილეს, ნატალია საბანაძის და ივანე ჩხიკვაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკე სამარცხვინოა, უსამშობლო, გენმოდიფიცირებული ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან, მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ბეჯითად, ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა.
„ეს კონგრესმენები “პატაკს” იბარებენ, სოროსის ფონდისგან და საქართველოს შესახებ მოსმენა ჰქვია მაგას?! აი, ზუსტად ეგ დამოკიდებულებაა, რომ სოროსელი “ენჯეოშნიკები” ჰგონიათ ქართველი ხალხის პატრონი და შესაბამისად, მათთან განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს. ამიტომაც გადაიხსნეს ვენები, სოროსის ფონდის და მისნაირების გასაჯაროება და გამჭვირვალობა ხომ პირდაპირ გამოააშკარავებს რეალურ ინტერესებს?! ცალკე სამარცხვინოა, უსამშობლო, გენმოდიფიცირებული ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან, მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ბეჯითად, ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა… სხვას კი არაფერს აკეთებდნენ, მოღალატე ქართველი დიდებულები? ზოგი ყაენთან, ზოგი შაჰის კარზე და ზოგიც კონსტანტინოპოლში იმპერატორთან აბეზღებდა საკუთარ ქვეყანას. ისე, რა გამოვიდა ბოლოს ამ მოსმენაზე – უკრაინულად მაიდანს არ აწყობთ, სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებაში არ შედიხართ, რევოლუცია არ გინდათ, რუსეთთან ომს არ აპირებთ და ისე, ვიზებს არ გაგიიაფებთო?! მოკლედ, როგორც ს მიიღებენ ნატოში, ს დამარცხების შემდეგ, ჩვენც გვპირდებიან – რევოლუციას მოაწყობთ მერე გავამარტივებთ ვიზებსო…“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე