“სამარცხვინოა – იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება” – ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ იერიშზე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ ავია იერიშებს სამარცხვინოს უწოდებს.
პაკისტანის წინააღმდეგ ინდოეთის დარტყმებთან დაკავშირებით კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პასუხობს: „სამარცხვინოა“.
„ამის შესახებ ახლახანს შევიტყვეთ, როდესაც ოვალური კაბინეტის კარებში შევდიოდით. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება“, – დასძენს ტრამპი.
ipn.ge
