სამართლიანობის იმედი ნუ გექნებათ, სისტემა არავის ინდობს — დენის კულანინის წერილი ციხიდან

დენის კულანინი, საქართველოში მცხოვრები და წარმოშობით რუსი აქტივისტი, რომელიც 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის გამო, ციხიდან წერილს ავრცელებს. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე გაიზიარა მისი ბედი და მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის გამო დაკავებულია ან მომავალში ემუქრება იგივე.
„მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ“, — წერს დენის კულანინი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
მოსმენაზე, კულანინმა თქვა, რომ მინა აფექტის მდგომარეობაში ჩაამტვრია. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც თეა წულუკიანმა თავის კომისიაზე განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე პიარს შეეწირა უაზროდ. მომხდარიდან სამი დღეში კულანინი დააკავეს. მას უკვე მიესაჯა ორი წლით პატიმრობა.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ მდენის კულანინის წერილის თარგმანს.
ყველას მოგესალმებით. მე დენის კულანინი ვარ. ჩემ შესახებ მოკლედ რომ გითხრათ, მე ის ვარ, პოლიციის მანქანის მინა რომ ჩაამტვრია პარლამენტთან აქციაზე 28 მარტს. არ დავიწყებ საკუთარი ქმედების გამართლებას. ამის აზრს ვერ ვხედავ. თუმცა დღე არ გასულა სინანულის გარეშე. ვნანობ იმას, რომ იმ დღით ვერაფერი გავაკეთე სასარგებლო თანამოაზრეებისთვის და მარტო ემოციებს ავყევი.
მაგრამ რაც არის, არის. აღარ გავაგრძელებ ამაზე. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. ციხეში ყოფნისას ბევრი რამ გავიაზრე და ბევრი რამის სწავლა მოვასწარი.
ამ წერილის დაწერა შემთხვევით არ გადამიწყვეტია და არც საკუთარ თავზე ვაპირებ ბევრი ვილაპარაკო. ვეცდები, ამ წერილით იმ ადამიანებს დავეხმარო, ვინც ჩემნაირ სიტუაციაშია, ან ამ რისკის წინაშე დგას.
სამართლიანობის იმედი ნუ გექნებათ. თუ აქციაზე ჩაიდინეთ რამე ისეთი ქმედება, რის გამოც დაგაკავათ პოლიციამ, არ დათანხმდეთ მათ არაფერზე, არ აღიაროთ ბრალი, არცერთ კითხვას არ უპასუხოთ ადვოკატის გარეშე. მაშინაც კი, როცა გაშინებენ, ისეთს არაფერს იზამენ. არ მისცეთ წვდომა თქვენს ტელეფონებზე. მოგცემენ პირობას, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ და გაგიშვებენ. არ დაუჯეროთ, გატყუებენ! ამით მხოლოდ საქმეს იადვილებენ და თქვენი ბედი არავის ადარდებს. თქვენ ფეხებზე ჰკიდიხართ! როცა საპატიმროში გაგიშვებენ, უარი თქვით სახაზინო ადვოკატზე, ფასიან მომსახურებაზეც. ისინი ვერ დაგეხმარებიან. მიმართეთ ოპოზიციური ფლანგის ადვოკატებს. აი, დღესვე, ახლავე ჩაიწერეთ ჯიბის წიგნაკში ასეთი ადვოკატებისა და ორგანიზაციების ნომრები, თქვენი ახლობელი ადამიანების ნომრები, ვისაც დასახმარებლად მიმართავთ.
ეს სისტემა არავის ინდობს. რაში და როგორც არ უნდა დაიდანაშაულოთ თავი, რა პატიოსანი ადამიანიც არ უნდა იყოთ, სინანული და ბრალის აღიარება არაფერში დაგეხმარებათ. არც ციხიდან ჯარიმის გადახდა გიშველით რამეს. არავითარ პირობით მსჯავრს არ დაგინიშნავენ, არავინ გაგიშვებთ. ნუ დაუჯერებთ ნურავითარ დაპირებას, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ადვოკატს, რომელიც ოპოზიციური განწყობისაა.
და თუ გაქვთ შანსი, რომ გადადოთ აქ მოხვედრა, გადადეთ. იცოდეთ, რომ თავისუფლებაში ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეგიძლიათ, ვიდრე ციხეში!
ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, რომ ჩემი წერილით მოვასწრებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო, სანამ აქ, ციხეში მოხვდებიან.
მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ.
საქართველოს თავისუფლებას ვუსურვებ! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა.
ს — დიდება და მშვიდობა!
რუსეთს — თავისუფლება პუტინის რეჟიმისგან!
„არაფერი სჭირდება ბოროტებას მეტი იმისთვის, რომ იზეიმოს, გარდა კეთილი ადამიანების უმოქმედობისა“, — .