სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე არის ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა

სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე არის ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასკვნა, რომელსაც კომისია დადებს, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ამასთან, როგორც კომისიის მდივანმა განაცხადა, კომისია დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირების საქმეში. „სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა, იმიტომ, რომ ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დარჩება, როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთი შემზარავი, მაგრამ ძალიან მართალი ნაწილი. შემზარავი იმით, თუ რა ხდებოდა ჩვენს სამშობლოში ნაცისტური რეჟიმის ბატონობის დროს და ამავდროულად გაფრთხილება, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.
თორემ დღეს ვხედავთ, რომ თითქოს ნავლი გადაეფარა ამ წარსულს და მისი შემოქმედები მზად არიან, ისევ დაბრუნდნენ და უარესი გაიმეორონ. მეორე, ახალგაზრდობა, რომელსაც შეიძლება ბევრი რამე არ ახსოვს, უყურებს ამ შემზარავ ისტორიებს და, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მათგანს აეხილება თვალი ბევრ საკითხზე. ხალხი, ახალგაზრდობა გაიგებს, თუ რა რეჟიმში ვცხოვრობდით და დარწმუნდება, რომ იმ დროის დაბრუნება დაუშვებელია. და მესამე და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი – მკაფიოდ იკვეთება სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის ანტიქართული სახე: როგორ ხდებოდა განათლების სისტემის განადგურება, როგორ ებრძოდნენ ქართულ მეცნიერებას, მწერლობას, ხელოვნებას, როგორ ხდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის წევრებისა თუ მისი მინისტრების მიერ, როგორ დაიხურა 1100-ზე მეტი საჯარო სკოლა და მათ ნაცვლად როგორ იხსნებოდა მათივე საკუთრებაში არსებული კერძო სკოლები ან სხვადასხვა საწარმოები (მაგალითად თხილის საწარმო ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის შენობაში), ან როგორ იხურებოდა საბავშვო ბაღები და როგორ თავსდებოდა ამ შენობებში ნაციონალური მოძრაობის ოფისები,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა