სამართლიანი არჩევნები: ნინო ფოჩხუას პოსტი მის საჯარო პროფილზე აღარ იძებნება, თუმცა ის პროსახელისუფლებო მედიაში, ანონიმურ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა

“ზუგდიდში 13 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 6 წლის ტყუპები დაიღუპნენ, პროსახელისუფლებო ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოეხმაურა. ფოჩხუა წერდა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონია და ბავშვები „დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად. ადგილობრივებმა კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი. პოლიციამ ძლივს მიაკვლია ბათუმში და გალეშილი მთვრალი ზუგდიდში წაიყვანა.“
📌 ნინო ფოჩხუას პოსტი მის საჯარო პროფილზე აღარ იძებნება, თუმცა ის პროსახელისუფლებო მედიაში, ანონიმურ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა. კოორდინირებულ კამპანიაში არაავთენტური პროფილებიც იყვნენ ჩართული,” – ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “სამართლიანი ” ავრცელებს.