“სამართლებრივი პრეტენზია ამ ვეტოს მიმართ თუ ვინმეს ექნება, ეს იქნება მხოლოდ თითიდან გამოწოვილი” – ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აფასებს და ამბობს:
კანონპროექტის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, არის ფრიად ორიგინალური, მსგავსი მე ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული. პრეზიდენტი არ შეეხო კანონის არცერთ ნორმას გარდა კანონის ამოქმედების ნაწილისა. რაც წერია მიღებულ კანონში, ის დატოვა უცვლელად და დაამატა ერთი პუნქტი: ეს კანონი გაუქმდეს ამოქმედების მომდევნო დღიდან. ფორმალური თავლსაზრისით თუ შევხედავთ, ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული დროის განმავლობაში და ასეთი ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში არაერთია. პრეზიდენტმა აირჩია 1 დღიანი მოქმედება კანონის ანუ რეალურად, კანონი ვერ ამოქმედდება, იმიტომ, რომ ერთ დღეში ხელისუფლება, ისეთი რაღაცეები გაკეთებასაც, რის გაკეთებასაც არცერთი ხელისუფლება არ უნდა ცდილობდეს, ამას ვერ მოასწრებს და კანონი გაუქმდება. ამდენად, სამართლებრივი პრეტენზია ამ ვეტოს მიმართ თუ ვინმეს ექნება, ეს იქნება მხოლოდ თითიდან გამოწოვილი.