სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “იმედმა” გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე – კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის