სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს – აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან

სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
ასევე, დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა