სამანტა პაუერი – განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში , – ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით – “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით საინტერესოა მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესაძლებელი სამაგალითო წარმატების მიღწევა.
„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი სადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნამდვილად მოუთმენლად ველი თქვენი მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძელით ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა”, – განაცხადა სამანტა პაუერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს