მე ვიცი, რომ ძალიან მაღალი შანსი აქვს ლელოს, დაარწმუნოს საქართველოს ამომრჩევლის ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელიც ეძებს კონკრეტულ წინადადებებს. ლელოს რეიტინგი და მხარდაჭერა იზრდება. ჩვენს პარტიაში ხდება ის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში წარმოუდგენელია – ხალხი მოდის და საკუთარი სურვილით გვიერთდება, წევრიანდება პარტიაში… ყოველ კვირას უერთდებიან ადამიანები ლელოს, მოდიან და ამბობენ – “ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის”. ოღონდ იმ ადამიანს უნდა ბრძოლა მართლა უკეთესი მომავლისთვის, უნდა, რომ პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე.