სამადაშვილი: საერთაშორისო დონეზე სერიოზული გამოწვევაა გახარიას პარტიას მანდატები

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ს თქმით, საერთაშორისო დონეზე გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრების მანდატები პარლამენტში სერიოზულ გამოწვევას ქმნის.
გადაცემაში მრგვალი მაგიდა სამაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტში 100-ზე ნაკლები წევრი იქნება, ეს საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივადაც ქმედითუუნაროს გახდის.
“საერთაშორისო დონეზე სერიოზულ გამოწვევას ქმნის ის, რომ დღეს გახარიას პარტიას აქვს კიდევ მანდატები. გახარიას პარტიას კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ, რომ ახსნან, რა არის ლოგიკა ამ ყველაფრის. ჩვენ სამართლებრივი ლოგიკა და ა.შ. ავხსენით არაერთხელ. რეალურად 100 წევრზე ნაკლები როდესაც შევა პარლამენტში, შენ უკვე შეგიძლია, სამართლებრივადაც თქვა, რომ ეს არ არის ქმედუნარიანი პარლამენტი. [ასეთ პარლამენტს] გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და ქმედუნარიანად რომ ჩაითვალოს პარლამენტი, იქ უნდა იყოს არჩეული წევრების ორი მესამედი. ეს ორი მესამედი რომ არ იყოს, ამას სჭირდება ის, რომ გახარიას პარტიის მანდატები არ იყოს იქ წარმოდგენილი”- თქვა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას გახარიას პარტიის ხარჯზე მუდმივად შეუძლია, რომ პარლამენტში ასი დეპუტატი ჰყავდეს.
სამადაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე ბარიერგადალახულ ოთხ პოლიტიკურ ცენტრს ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.
“საერთაშორისო ასპარეზზე შედეგი მოაქვს ერთიანობას ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას, მათ შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ბევრად უფრო გაძლიერდება ჩვენი პოზიცია, როდესაც ჩვენ უკვე შევძლებთ ვთქვათ, რომ ოთხი პოლიტიკური ცენტრიდან არცერთს აღარ ჰყავს დეპუტატი ამ პარლამენტში და მათ შორის, ამით ვაჩვენებთ იმას, რომ არანაირი სივრცე არ არსებობს მოლაპარაკებაზე, გარდა ახალი სა. სანამ იქ რჩება გახარიას წარმომადგენლობა, თუნდაც ქაღალდზე, მანამდე ისინი ქმნიან რაღაც ილუზიას ამით, რომ შეიძლება რამე შეთანხმება შედგეს რამეზე, გარდა ახალი არჩევნებისა. ეს არ ემსახურება ჩვენს საერთო ინტერესს საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც შედგეს ერთსულოვნება”- თქვა სამადაშვილმა.
5 თებერვალს ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან 49 ოპოზიციონერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ისინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, შესაბამისად, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს.

მანდატების შეწყვეტაზე არ მიუმართავს გახარია საქართველოსთვის პარტიას.