სამადაშვილი: რუსეთის განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ხელისუფლების გზავნილებს

რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ზუსტად იმ გზავნილებს, რაც ჩვენ გვესმის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან. ძალიან ხშირად ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ გარე ძალებს სურთ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ხელისუფლების შეცვლა, რომ ოპოზიცია წარმოადგენს გარე ძალების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის. ახლა ვხედავთ, რომ ეს გზავნილები არის დაწერილი, როგორც ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, სწორედ ს შესაბამის სამსახურებში და ერთი და იგივე ავტორები ჰყავს ყველა ამ პროპაგანდისტულ გზავნილს. ეს ხელისუფლება, ს ხელისუფლება, რეალურად არ არის საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ეს არის რეალურად რუსეთის მსახურებაში მყოფი რუსული ქვედანაყოფი.
თქვა პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომელიც დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი ს დისკრედიტაციას ემსახურება და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს.