ივანიშვილის გუნდში აღიარებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი, წინა ხელისუფლების პირობებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ღირებულებები “შმოტკებში” არ გაუცვლია, როგორც ეს მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა, სალომე სამადაშვილმა დაწერა.
“სასაცილოა რომ მაკა ბოჭორიშვილის კვალიფიკაციასა და მის პიროვნებაში ეჭვი უნდა შევიტანოთ სალომე სამადაშვილის განცხადებებით. სამადაშვილი თავისი შინაარსით, პოლიტიკური წარმომავლობით და მისი გავლილი გზით, რამდენად მიუღებელი და წარმოუდგენლად აბსურდული პერსონაა, ეს უკვე ყველა მის განცხადებას ფერს უკარგავს. მაკა ბოჭორიშვილი ქონება ეს თუ ძალიან ჩვენი კოლეგა და თანამოქალაქე, “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც მუშაობდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. სალომე სამდაშვილი რომ სხვის ჩაცმულობაზე და “შმოტკებზე” დაიწყებს საუბარს, ალბათ ამაზე წარმოუდგენელია კომენტარის გაკეთება. ის თავისი შინაარსით, ვიზუალით, გამოხატვის ფორმებით, თავისი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პოზიციით სამარცხვინო ადამიანია”, – ამბობს ნინო წილოსანი.
სალომე სამადაშვილის მტკიცებით, მაკა ბოჭორიშივლი, რომელმაც დღეს წულუკიანის კომისიაზე იერიში ოპოზიციაზე მიიტანა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მუშაობდა, შემდეგ კი “ღირებულებები ბრენდულ სამოსზე გაცვალა”.
ცნობისთვის, მართალია, წილოსანი კი სამადაშვილს 2012 წელსა და მანამდე პერიოდზე პასუხობს, მაგრამ სამადაშვილი არ წერს ნაციონალური მმართველობის პერიოდზე, ის წერს: “საერთოდაც დიდი ‘მიშისტი’ იყო. 2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფრსკულისკენ მიდის, ქართულ ოცნებასაც კარგად ლანძღავდა.”
