სამადაშვილი მაკლირის განცხადებას ეხმაურება: ბრიტანულ სანქციებს შეუძლია ძალიან დიდი ეფექტი მოახდინოს

დიდი ბრიტანეთის სანქციები მნიშვნელოვანია – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკლირის განცხადებას ეხმაურება.

სამადაშვილის განცხადებით, “ხალხისგან ნაძარცვი ფული სწორედ გატანილია ქვეყნიდან და გადამალულია ისეთ ადგილებში, სადაც ბრიტანულ სანქციებს შეუძლია ძალიან დიდი ეფექტი მოახდინოს”.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ამ რეჟიმზე საერთაშორისო წნეხი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სანქციები არის მნიშვნელოვანი, რადგან რაც ვიცით, რომ ხალხისგან ნაძარცვი ფული სწორედ გატანილია ქვეყნიდან და გადამალულია ისეთ ადგილებში, სადაც ბრიტანულ სანქიცებს შუეძლია, რომ ძალიან დიდი ეფექტი მოახდინოს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ჩამოდის დიდ ბრიტანეთში და რაც უფრო მეტ უკანონობას ჩაიდენს ივანიშვილის რეჟიმი, მით უფრო გაიზრდება აქტუალურობა დამატებითი სანქციების შემორების რეჟიმსი წინააღმდეგ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა