სამადაშვილი: ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი, ვაგრძელებთ კონსულტაციებს

“ხალხი ელოდება არამხოლოდ ორპოლუსიანობის დარღვევას, არამედ ელოდება ასევე სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე გვჯერა” – ასე ეხმაურება პარტია ლელოს ერთერთი ლიდერი საარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებულ კითხვას.
“ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, სხვადასხვა აქტიური მოქალაქეების ჯგუფებთან” – თქვა სამადაშვილმა.
ფორმულას კითხვაზე, ლევან ცუცქირიძის თავისუფლების მოედანს გულისხმობს თუ არა, როცა ახალ სახეებზე საუბრობს, ლელოს წევრი პასუხობს, რომ არ დაკონკრეტდება.
“ჩვენ ვნახეთ მათ შორის რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ძალიან აქტიური საზოგადოება ჰყავს ჩვენს ქვეყანას, ძალიან აქტიურად იბრძოლა მოქალაქეების ბევრმა ჯგუფმა და აპირებს, რომ იბრძოლოს რუსული რეჟიმის დასამარცხებლად.
საბოლოო ჯამში, ეს რუსული რეჟიმი უნდა დაამარცხოს ქართველმა ხალხმა და აქტიურმა საზოგადოებამ. ლელო ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ გამტარი ვართ, როგორც პოლიტიკური პარტია, სწორედ აქტიური მოქალაქეების მობილიზაციისთვის” – თქვა სამადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 9 ივლისს ახალი და დროა-გირჩი მეტი თავისუფლება საარჩევნოდ გაერთიანდნენ. რაც შეეხება ლელოს, რომელიც ახალის და დროა-გირჩი მეტი თავისუფლების გაერთიანებაში მოიაზრებოდა, მ აღნიშნა, რომ “მცირე განსხვავებების” გამო, “ამ წუთში” შეთანხმება ვერ მოხერხდა.