სამაგისტრო პროგრამა, რომელიც წარმატებით დასაქმების გარანტია ხდება

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამები წამყვან უნივერსიტეტებში, თეორიული სწავლის პარალელურად მიღებული დიდი პრაქტიკული გამოცდილება, დასაქმების ფართო არეალი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ უპირატესობებისა, რომლებითაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში მიიღებთ.
ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები BTU-ს იმ პროგრამებს მიეკუთვნება, რომლებიც უნივერსიტეტის დაარსების პირველივე დღიდან მოქმედებს აკრედიტებულ რეჟიმში. ის 2016 შეიქმნა, აკრედიტაცია 2017 წელს მიენიჭა და დარგობრივ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა შარშან გაიარა. პროგრამაზე მოთხოვნა სტაბილურად ზრდადია, რაც მასში ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულების საინტერესო სინთეზითაა გამოწვეული.
მისი წარმატების ერთ-ერთი დასტური კი ის მაგისტრატები და კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სწორად გამოიყენეს და წარმატებით არიან დასაქმებული მსხვილ კომპანიებში ან მართავენ საკუთარ ბიზნესს. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
თაზო გოჩელაშვილი, „ჯაოკენის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „BTU-ში დავასრულე სამაგისტრო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები”, რამაც ჩემს კარიერულ მიღწევებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტში არსებული აკადემიური თუ მოწვეული პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი დიდი სიყვარული, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს კარიერულ ზრდასა და პიროვნულ განვითარებას. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება ძვირფასი შენაძენია, რადგან რეალურ ბიზნეს სამყაროში დღემდე ვიყენებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
უნივერსიტეტის მისია და შემოთავაზებული პროგრამა სრულიად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებსა და სამომავლო მიზნებს, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი BTU-ს მიმართ. მოხარული ვარ, რომ აქტიურად აგრძელებს განვითარებისკენ წინსვლას და თანამედროვეობის ცვალებად რეჟიმშიც კი, უნივერსიტეტი განაგრძობს სტუდენტების ინტერესებზე და მომავალზე მორგებული პროგრამების შემუშავებასა და სიახლეების დანერგვას.“
ანა ნადირაძე, სტარტაპ Horsetours-ის თანადამფუძნებელი: „მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება ჯერ კიდევ COVID პანდემიის დროს გადავწყვიტე, როდესაც აქტიურად ვიყავი ტექნოლოგიებსა და სტარტაპ პროცესებში ჩართული. BTU კი სწორედ ამ მიმართულებით პოზიციონირებდა და აქტიურად უწყობდა ხელს სტარტაპებს, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი. ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მქონდა დამთავრებული და მინდოდა შედარებით განსხვავებული ცოდნა მიმეღო უფრო მეტად ტექნოლოგიების განხრით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე BTU-ში სწავლის გაგრძელება, რომელმაც საშუალება მომცა, რომ გამეღრმავებინა ცოდნა, უკეთ გავცნობოდი სტარტაპულ ეკოსისტემას და მეტი მემუშავა ჩემს სტარტაპზე. ვთვლი, რომ ეს პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, საშუალება მომეცა გამეფიჩა ჩემი იდეა ინვესტორების წინაშეც BTU-ს დაორგანიზებულ დემო დღეზე, უფრო მეტი ადამიანისთვის გამეცნო იგი და დამეხვეწა.“
მარიამ მაისურაძე, ჰეფიქიდსის CEO და „ აკადემიის“ კომერციული პროექტების მენეჯერი: „როცა მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, ძალიან დიდხანს ვარჩევდი უნივერსიტეტს. რადგან ბაკალავრზე ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და მომწონდა მიღებული შედეგი, ამ ეტაპზეც მსურდა ისეთი უნივერსიტეტი შემერჩია, რომელიც სწავლის საქართველოში გაგრძელების სურვილს კიდევ უფრო გამიღვივებდა და არ ვინანებდი ჩემს გადაწყვეტილებას. სწორედ ამ ძებნის დროს გავიგე BTU-ს შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი სწავლის დაწყება და პანდემია ერთმანეთს დაემთხვა. ამიტომ ისეთი გარემო უნდა მომეძებნა, სწავლის პროცესი დისტანციურადაც ეფექტური რომ ყოფილიყო. საბოლოოდ კი არჩევანი სწორედ ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე და დღეს მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
BTU-მ მომცა ძალიან დიდი სანაცნობო წრე, რაც ვფიქრობ ყველაზე დიდი ღირებულებაა ადამიანის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ის ჯანსაღი ურთიერთობაც, რომელიც ყალიბდება ლექტორსა და სტუდენტს შორის. განსაკუთრებით მაგისტრატურის სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია ლექტორს ჰქონდეს გაანალიზებული სტუდენტის კომპეტენციები და გამოცდილება. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც დღესაც ვუწონებ ჩემს თავს მიღებულ გადაწყვეტილებას. დღემდე ვმეგობრობ რამდენიმე ლექტორთან და ერთობლივად სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობთ.
უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა, როგორც სტარტაპერს. მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებული ყველა ღონისძიება და აქტივობა ცალკე დიდი განძია თითოეული სტუდენტისთვის. სწორედ BTU-ში გავიცანი რამდენიმე მნიშვნელოვანი პიროვნება რომელიც ჩემი ს განვითარებაში დღესაც მეხმარება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დღეს რომ თავიდან ვაბარებდე, იმავეს გავაკეთებდი.“
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
(R)