ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა გოლი გაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ მალე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
საზონოვმა ტურნირი ნაადრევად დატოვა და შეიძლება მუხლზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა NAKREBI.GE-სთან საბას შესახებ შემდეგი განაცხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო საბა საზონოვს თავდაუზოგავი შრომისთვის და თავდადებისთვის. მისი დამოკიდებულება ეროვნული ნაკრების მიმართ, ნათელი მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში“.
საბა 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეაქო: „მინდა გამოვყო საბა საზონოვის თავდადება და პატრიოტიზმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასეთ დონეზე შეუცვლელად თამაში“.
საზონოვი გასულ სეზონში „ტორინომ“ „ემპოლიში“ იჯარით გაუშვა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მთელი წელი გაუცდა. ის ტურინულ გუნდში დაბრუნდა. მალე მწყობრში ჩადგომა და წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც თავდადებულ ფეხბურთელს.
“სენტ-ეტიენმა” “ბეშიქთაშს” დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
