სალონიკში ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 44 წლის კაცი ცდილობდა 34 წლის პარტნიორი თოკებით დაეხრჩო, ქალი თავდამსხმელს გაექცა რის შემდეგაც პოლიციაში სარჩელი შეიტანა. საჩივრის შემდეგ კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შემთხვევა კვირას, შუაღამისას მოხდა ქალის სახლში, თესალონიკში. მედიის ინფორმაციით მომხდარს ქალის 14 წლის შვილიც შეესწრო.
დაკავებული კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება.




