სალომე ჯიქია ლა სკალაში

უნიჭიერესი ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია ლა სკალაში მიიწვიეს. 20 მარტს იგი ჯოაკინო როსინის ერთ-ერთ ბოლო ოპერაში “ვილჰელმ ტელი” მატილდას არიას იმღერებს.
სალომეს ოპერის მსოფლიო მოყვარულები იცნობენ. იგი იტალიაში, საქართველოში, პოლონეთში, გერმანიაში მღერის და არაჩვეულებრივად ასრულებს როსინის, მოცარტის, დონიცეტის, პუჩინის და ვერდის საოპერო არიებს.
ქართველი სოპრანოს ვოკალური შესაძლებლობებით ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი მოიხიბლა. მათ ერთად იმღერეს კარერასის გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში დუბაიში, ბრიუსელსა და სეულში.
სალომე ჯიქია ლეგენდარულმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ დოკუმენტურ ფილმში “The Oratorio“ გადაიღო. ამერიკულ-იტალიურ ფილმი ეძღვნება კონცერტს, რომელიც 2018 წელს იტალიაში, კალიარის საოპერო თეატრსა და ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა.
ქართველი სოპრანო ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. ფრანგულმა გამოცემამ „ფიგარო“ სალომეზე დაწერა: „ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა ქართველი სოპრანო მალე მსოფლიოს დაიპყრობს.”

ასევე დაგაინტერესებთ