სალომე ჭაჭუას კიდევ ერთი წარმატება ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” – ვინ არის ქართველი მოცეკვავის მეწყვილე

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ის 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. არის სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.
2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა “ცეკვავენ ვარსკვლავების” ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
სალომე მეექვე სეზონში 2023 წელს დაბრუნდა და პარტნიორობა დუბლინის GAA-ს ყოფილ ფეხბურთელს, პოლ ბროგანს გაუწია. სალომე და პოლი მესამე წყვილი იყო, რომელმაც პროექტი დატოვა.
ამჯერად სალომე ჭაჭუა საკუთარ გვერდზე ახალ კადრებს აქვეყნებს. ის ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. როგორც მან “იმედის დღეში” დაუბრისას აღნიშნა, ირლანდიურ პროექტში მოცეკვავეებს აკრძალული აქვთ ე.წ. ტრიუკები. მონაწილეებმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იცეკვონ პარკეტზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული და ირლანდიური პროექტი ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა და იმიტომ აღარ არის ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“.
მის მეწყვილეზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ის ირლანდიელი მომღერალია. ამ დროისთვის სალომე ჭაჭუა და მისი მეწყვილე ჟიურის შეფასებით პირველ ადგილზე არიან.