სალომე ჩარკვიანი: ფულზე გაყიდულები ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ – ვალებში და ისინი მილიონებში იხრჩობიან. ევროპის მონები ჩვენ ვართ, მაგრამ ევროპის და ამერიკის მოქალაქეებად თვითონ ზრდიან შვილებს

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი:

ფულზე გაყიდულები ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ – ვალებში და ისინი მილიონებში და ოქროს ზოდებში იხრჩობიან.
უცხო ქვეყნის აგენტები ჩვენ ვართ, მაგრამ მტერი სახელმწიფო მათ აქებთ.
ნარკომანები და ბოზები ჩვენ ვართ, მაგრამ ნარკობიზნესს მათი ზონდერები მფარველობენ და პროპაგანდისტებად მთლად სექს-მუშაკები ჰყავთ.
განათლების ნაცვლად ქუჩაში დგომა ვითომ ჩვენ გვიხარია, მაგრამ ნაციხარი ბანდიტები რექტორებად მათ ჰყავთ.
უსამშობლოები ჩვენ ვართ, მაგრამ ქართველები საქართველოდან როგორ გაგვყარონ და ჩვენს ადგილზე სხვები დაასახლონ, უკვე ღიად მსჯელობენ.
ევროპის მონები ჩვენ ვართ, მაგრამ ევროპის და ამერიკის მოქალაქეებად თვითონ ზრდიან შვილებს და თვითონ დაჰყავთ უძვირეს საერთაშორისო სკოლებში.
მოძალადეები და ტერორისტები ჩვენ ვართ, მაგრამ სადარბაზოებთან და პოლიციაში მათი ზონდერები სცემენ ხალხს.