სალომე ღვინიაშვილი: ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში

“ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე “პრაიმშოუ” და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით.

ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. პრაიმშოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას,” – წერს ტელეწამყვანი და მოდელი, სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სალომე ღვინიაშვილმა  TV “იმედი”-ს გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა.