სალომე ქურასბედიანმა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათვე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში” პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ძლიერი თვითმმართველობების მნიშვნელობასა და მოქალაქეების შესაძლებლობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეფექტურად განხორციელდეს მიღებული გადაწყვეტილებები.
განსაკუთრებით კანონების იმპლემენტაციის პროცესში, რომლებიც მუნიციპალიტეტების აღსასრულებელია, იქნება ეს ბიომრავალფეროვნების დაცვა თუ „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონი და სხვა.
ასევე მნიშვნელოვანია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილება, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭიროა გამწვანების პროექტის არსებობა. ეს მოთხოვნა დედაქალაქში 2018 წლიდან მოქმედებს, 2024 წლის იანვრიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა, რაც მუნიციპალიტეტებმა უნდა აღასრულონ. ზოგადად, ადგილობრივ ხელისუფლებებს დიდი როლი ეკისრებათ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის”, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა