სალომე სიმონია: 810,000 ლარიანი სახლი; მილიონ ლარზე მეტის მიწები; 160,000 ლარის ავეჯი …

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 810,000 ლარიანი სახლი
● მილიონ ლარზე მეტის მიწები
● 160,000 ლარის ავეჯი
● 245,000 ლარის მანქანები
● 123,000 ლარის ანაბარი
● 510,000 დოლარი ნაღდი ფული
● 707,000 ლარი გასესხებული აქვს
ეს არის 2017-2022 წლებში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის დეკლარირებული ქონება
ზუსტად ხანიშვილის მოადგილეობის პერიოდში, მის დაქვემდებარებაში და მფარველობის ქვეშ იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი, (უკვე ყოფილი) ვალერიან მჭედლიძე.
ვალერიან მჭედლიძემ ბალდის კანიონის გარდა, კიდევ 7 უნიკალური ბუნების ძეგლი ჩაიგდო ხელში. უმეტესი მათგანი სწორედ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით გაიფორმა.
ისედაც მილიონერი ჩინოვნიკები, კიდევ უფრო გამდიდრებისთვის ქართველ ხალხს ბუნებასაც გვართმევენ. ჩვენ კი, საკუთარი სახლის დაბრუნებისთვის, 772 დღიანი წინააღმდეგობა გვიწევს.
უკვე დედები და ბებიები ღია ცის ქვეშ, ქარში და წვიმაში ღამეებს ათენებენ; სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ ბალდის კანიონს და სოფელს.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების ექსპერტი – უფასო განათლება – ეს არის მანიპულაციის შესანიშნავი მაგალითი – მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ბიზნესს იაფი, დაბალკვალიფიციური მუშახელი – ამ რეფორმის შედეგად ინტელექტუალურად გავღარიბდებით