სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
32 000-ზე მეტ ვეტერანს, რომელთაც თვეში მხოლოდ დამცინავ 100 ლარს ურიცხავენ, გუშინ ქ.ოცნება ვეტერანის დღეს ულოცავდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე ომში მონაწილეობასა და თავდადებას უქებდა მათ.
მაგრამ თან მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებთან, რუსებთან ერთად ფლობდა კომპანიას. (ახლა მეუღლეზე აქვს გადაფორმებული.)
ვეტერანები წლებია ითხოვენ ამ დამცინავი 100 ლარის გაზრდას, თუმცა ამის ნაცვლად დირექტორის ქონება იზრდება და ფლობს:
● თითქმის 200,000 ლარის ღირებულების 3 ავტომობილს.
● 15,000 ლარიან HARLEY-DAVIDSON-ს.
● 3 მიწის ნაკვეთს, 2 ბინას, 2 დამხმარე ფართს და 2 ავტოფარეხს.
კობალაძე პარლამენტის წევრი იყო ქ.ოცნების სიით. მას და მის მეუღლეს პარტიისთვის 130,000 ლარი აქვს შეწირული.

