სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 2,4 მილიონი ლარის კერძო სახლი
● 3 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთები
● 5,4 მლნ. შემოსავალი კომპანიიდან
● 3,5 მლნ. ლარის გადარიცხვები
● 847 000 ლარის 2 ავტომობილი
● 741 870 ლარი ანგარიშებზე
● 144 600 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 732 315 დახარჯა 1 წლის საყიდლებში
● 86 275 ლარი მკურნალობისთვის
● 37 307 ლარი განათლებისთვის
● 319 300 ლარი მოგზაურობისთვის
ეს ოცნების დეპუტატის, შოთა ბერეკაშვილისა და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონებაა. ორივე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. მის კომპანიას “ბკ ქონსთრაქშენს” 53 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, 46 მილიონი ბოლო 3 წელში. შარშან 60 000 ლარი ოცნებას შესწირა. (იხ. კომენტარი)
1,3 მილიონი ადამიანი შემწეობას ოფიციალურად ითხოვს. აქედან, 708 ათასი სოციალურად დაუცველი თვეში 30-60 ლარიან დახმარებას იღებს. 350 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
თურმე, ბერეკაშვილს მისი მრავალ მილიონიანი ბიზნესები მიუტოვებია და დღე და ღამე ამ გაჭირვებულ ხალხზე ზრუნავს. ახლა გაძვირებული ფასების საპარლამენტო კომისიაც მას აბარია.




