ომში გამარჯვებული ერეკლე მეფე უკან ბრუნდებოდა, როცა ორღობეში მიმავალს, ინგილო ქალმა მთელი ბღუჯა ქლიავი თავზე გადმოაყარა.
მხლებლებმა ქალს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ქალმა ბოდიშს არ მოვიხდი, ეგ რომ მეფე ერეკლე იყოს, სპარსულ ქუდს თავზე არ დაიხურავდაო.
ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს – უთხრა ერეკლე მეფემ ინგილო ქალს. შეაქო და დაასაჩუქრა კიდეც.
ხომ გახსოვთ, ეს მოთხრობა, “მეფე ერეკლე და ინგილო ქალი”?
მზიამაც სილა იმ რეჟიმს გააწნა, რომელსაც რუსული ქუდი ახურავს. რომელიც ქალს აფურთხებს, ამცირებს და მებრძოლ ერს ომით აშინებს.
მეფე ერეკლე ღრმა სიბერემდე იბრძოდა. ივანიშვილი კი საოკუპაციო ხაზთანაც არ არის ნამყოფი და ერთადერთი შიში აქვს – არ დაკარგოს ფული და ძალაუფლება.
მზია სიმართლისთვის ბრძოლის და ღირსების დაცვის უწყვეტი ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის წართმევაც არ ხელეწიფება რუსული ყაიდის ოლიგარქს
არ მოუწევს მზიას 2 წლით ციხეში ყოფნა. გამორიცხულია.