სალომე სიმონია: სამეგრელოში დამწვარი ბავშვები და მილიონერი დელეგატები

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
სამეგრელოში დამწვარი ბავშვები და მილიონერი დელეგატები.
მარტოხელა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედა, რომლის 6 წლის ტყუპები 2022 წელს დაიწვნენ, ტრაგედიის შემდეგ ამბობდა:
„ყველა მე მადანაშაულებდა: შენი შვილების მკვლელი შენ ხარო, მაგრამ არავის უკითხავს, ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში.“
არადა, დენის საფასურს, 50 ლარიან დავალიანებას ვერ იხდიდა ქალი. ბავშვებს სანთლის შუქზე ჩაეძინათ და ბინაში ცეცხლი გაჩნდა. ტყუპები იქვე ჩაიფერფლნენ.
მართლაც, აქ არავის აინტერესებს გაჭირვებული ადამიანების ბედი. განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს წესით ევალება. ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, მათი საზრუნავი სულ სხვა რამეა.
🔴სამეგრელოს დელეგატები, გიორგი ხახუბია და ილია ინჯია მილიონერები არიან. მათი ქონება დეკლარაციის მიხედვით, ასეთია:
📍 გიორგი ხახუბია
● 6 მილიონი ლარის უძრავი ქონება
● 41 000 დოლარის – 1 მანქანა. 3 აჩუქეს
● 12 000 ევროიანი როლექსის საათი
● 50 000 დოლარი ნაღდი ფული
● 10 კომპანიის წილები
● 909 000 ლარის შემოსავალი 1 წელში კომპანიებიდან
● 150 000 დოლარი დახარჯა ერთ წელში – რემონტში და ავეჯის შეძენაში
● 32 812 ლარი შვილების სწავლაში
● 50 000 ლარი მოგზაურობაში
● 400 000 დოლარი დედამ და სიდედრმა აჩუქა
● 130 000 ლარი პირადი ხარჯებისთვის
📍ილია ინჯია
● 4 230 000 ლარის ქონება
● ბინების მოსკოვში და თურქეთში
● 180 000 დოლარის 5 მანქანა
● 57 000 დოლარის 6 მოტო
● 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტი
● 25 000 დოლარის 2 ცეცხლსასროლი იარაღი
● 10 000 დოლარის როლექსის საათი
● 469 000 ლარის ნაღდი ფული
● 37 კომპანიის წილი
● 30 023 ლარი რემონტის ხარჯი
● 4 500 ევრო ბავშვის ევროპაში მკურნალობის ხარჯი.
❗️მართალია, ორივე მილიონერი დეპუტატი დღეს მარიამობას გვილოცავს, მაგრამ ზუგდიდში დამწვარი ტყუპების დედა დღესაც ქირით და გაჭირვებაში ცხოვრობს.