სალომე სიმონია: ოფიციალურად 440 890 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფია. აქედან …

“ასე გამოიყურება სიღარიბე საქართველოში

ოფიციალურად 440 890 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფია. აქედან 144 126 ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს და საკვებზე, ტანსაცმელზე, გართობასა და განათლებაზე მხოლოდ ოცნებობს.
2️⃣ საარსებო მინიმუმად სახელმწიფომ 262,4 ლარი დაადგინა, რომელიც ერთ ადამიანს თვიდან თვემდე უნდა ეყოს იმისთვის, რომ შიმშილით არ მოკვდეს.
▪️ 132 000 ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს.
▪️16 წლამდე ასაკის 247 696 ბავშვი 200 ლარიან საარსებო შემწეობას იღებს.
3️⃣ ბოლო მონაცემით, სოციალური დახმარების მიღების სურვილი 1 272 572 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 34,4%-ს შეადგენს. მათგან, 690 496 ადამიანი 300 ლარიანი საარსებო შემწეობის მიმღებია.
4️⃣ 864 312 პენსიონერი თვეში 350 ან 450 ლარიან პენსიას იღებს. წამლების შეძენისა და სესხის გადახდის შემდეგ, არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმიც არ რჩებათ.
5️⃣ 261 741 შრომისუნარიანი ადამიანი ოფიციალურად უმუშევარია.
❗️ერთი მილიარდერი ოლიგარქის, მრავალი მილიონერი პარლამენტარის, მათთან დაკავშირებული მულტიმილიონერი ბიზნესმენების, ჭიათურის, ტყიბულის, ოქროს საბადოების და ქვეყანაში არსებული უამრავი სხვა ბუნებრივი რესურსების ფონზე, 3,7 მილიონიან ქვეყანაში, თითქმის ნახევარი, 1,8 მილიონი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში და სიღარიბეში ცხოვრობს.
ℹ️ მონაცემები აღებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური გვერდებიდან,” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია.