სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
პოსტვ-ის ლევან ჯობავაზე, დამნაშავე ვინც განაიარაღა მასზე, რაღაც კადრები გაუვრცელებია. უდანაშაულო ადამიანის გაშავებას ცდილობენ გამალებით.
მართლა დამოუკიდებელი ტელევიზია არ ეგონოს ვინმეს, ოცნების ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ დეპუტატს ეკუთვნის. 

ვიქტორ ჯაფარიძემ პოსტვ-ის 52%-იანი წილი 2022 წელს 520 000 ლარად იყიდა. დანარჩენი წილი შალვა რამიშვილს და სხვებს ეკუთვნით.
პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 687 898 ლარი მიიღო – მთავრობამ საეთერო დრო იყიდა.
მესტიაში ჯაფარიძის სასტუმრო „ფოსტა“ 528 150 ლარით დაფინანსდა “აწარმოე საქართველოდან”.
2019-2024 წლებში კი ამავე სასტუმრომ 744 000 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან ტენდერების სახით.
ჯაფარიძის შვილის ორ კომპანიას თითქმის 11 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული – 2018 წლიდან დღემდე და თითქმის 90 000 ლარის პირდაპირი შესყიდვა – მიღებული.
ვიქტორ ჯაფარიძემ და მისმა მეუღლემ 263 000 ლარი ოცნებას შესწირეს. (იხ. კომენტარი)
დეპუტატის და მისი შვილების ბიზნეს-პარტნიორებმა პარტიას ჯამში – 476 000 ლარი ჩაურიცხეს.
● დეკლარაციის მიხედვით, ჯაფარიძეს 180 000 ლარად მშენებარე ბინა შეუძენია.
● მესტიაში 32 ათასი კვ.მ. მიწა მემკვიდრეობით მიუღია (ბოლო წლებში)
● 119 003 დოლარი / 15 045 ევრო / 41 000 ლარი აქვს ანგარიშზე.
● 58 000 ლარს ნაღდი ფულის სახით ინახავენ.
მისი მეუღლე რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ფლობს კომპანიას „ქცია 94-ს“, საიდანაც მხოლოდ 2 წელში 672 769 ლარის შემოსავალი მიიღო.
ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვიდან მიღებული 800 000 ლარი დამალეს და დეკლარაციაში არ მიუთითეს.
ერთი შვილი სუსში მუშაობდა, მეორე – მთავრობის ადმინისტრაციაში. არც ბრიტანეთში სწავლაზე ამბობენ უარს.
ტელევიზიის საშუალებით კი, ხალხს აბრმავებენ, რომ არავინ დასვას კითხვები მის მიერ ბიუჯეტის ჭამაზე, კორუმპირებულობაზე და იმაზე, რაც აქამდე მას და მის არხს ჩაუდენია.
