სალომე სიმონია: თეატრის მანქანითაც კი არ გვასარგებლა, რომ თურქეთიდან გადმოსვენების დროს მიცვალებულს დავხვედროდითო. ფოტოების და გვირგვინების ფული ჩვენი სახსრებით ავაგროვეთ და ასე მივაგეთ პატივი ჩვენს კოლეგასო

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ყველა ჯერზე, ოცნების ამა თუ იმ სამარცხვინო საქციელის მერე ვამბობ, აწი რაღამ უნდა გამაკვირვოსთქო და მაინც, ყოველ მომდევნო ჯერზე იმდენად უარესს სჩადიან, ვრწმუნდები – ბოროტებას საზღვარი არ ჰქონია.
თეატრის მანქანითაც კი არ გვასარგებლა, რომ თურქეთიდან გადმოსვენების დროს მიცვალებულს დავხვედროდითო. ფოტოების და გვირგვინების ფული ჩვენი სახსრებით ავაგროვეთ და ასე მივაგეთ პატივი ჩვენს კოლეგასო – ს თეატრის მსახიობს ვუსმინე ახლა.
24 აგვისტოს, 42 წლის ბათუმელი რეჟისორი და მსახიობი, ოთო ქათამაძე რომ გარდაიცვალა, თურმე ს თეატრის ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია მის სამძიმარზეც არ ყოფილა. წუხილიც არ გამოუხატავს.
ქანთარია 2012 წლიდან ქართული ოცნების რიგებში იყო. ორჯერ პარლამენტის წევრი გახლდათ. 2022 წლიდან ბათუმის თეატრის ხელმძღვანელად წარადგინეს.
მაინც წარმოუდგენელია მორალური ხრწნის ის ხარისხი, როცა შეგიძლია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ახალგაზრდა კოლეგის დაღუპვისას, მისი ნეშტის თურქეთიდან გადმოსვენებისთვის თეატრის მანქანის გამოყენებაზე უარი თქვა.
ბათუმის თეატრის მსახიობები, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ ❗️

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით