სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
დაფლეთილი ადამიანი ეგდო დღეს ვაგზლის მოედანზე, რომელსაც ავარიული ბინიდან ბეტონის ლოდი დაეცა და გაჭყლიტა.
მთავარია, თბილისის მერი ცხოვრობს უსაფრთხოდ. 24 200 ლარს წელიწადში დაცვას უხდის და დიდძალ ქონებას ფლობს:
● 850 000 დოლარის 2 ბინა კიევში
● 677 784 ლარის 3 ბინა
● 240 549 ლარის 3 ავტოფარეხი
● 298 000 დოლარის მიწა
● 115 000 დოლარის 2 ფართი
● 1 180 502 ლარის 4 ავტომობილი
● 412 780 ლარის 5 მოტოტრანსპორტი
● 245 000 დოლარის 5 ნახატი
● 4 645 315 დოლარის ბიტკოინი
● 564 280 ლარის ნაღდი ფული
● 900 000 დოლარი წილის გაყიდვიდან
● 9 977 740 ლარი სესხად გაცემული
მერე რა, რომ იცოდა მერიამ სახლის ავარიულობის შესახებ. მერე რა, რომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები და ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სასიკვდილო ზონა ასე უყურადღებოდ დატოვეს. მერე რა, თუ სიცოცხლეები ეწირება ამ პოლიტიკას. მთავარია, ჩინოვნიკების უსაფრთხოება, ქონება და თანამდებობების შენარჩუნება.