სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 602,900 ლარის საათების კოლექციის გარდა, რომელიც არც ერთ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. (კანონით უნდა მიეთითებინა)
● ასევე, ფლობს 522,700 ლარის უძრავ ქონებას, რომელიც 2009-2011 წლებშია ამ ფასად შეძენილი.
● როგორც დეკლარაციებში ჩანს, 2011 წლის შემდეგ ოჯახს არანაირი სხვა შენაძენი არ გაუკეთებია.
● მხოლოდ 2022 წელს, მეუღლეს 76,500 დოლარად მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი ბაკურიანში.
● ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრება, 6000-მდე კვ.მ. ტყე 49 წლით გადასცეს.
● ასევე, ფლობენ 121,600 ევროიან 2 ავტომობილს
● 109,500 ლარი გადაიხადა შვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებაში.
● შვილის სწავლის საფასური პენსილვანიის უნივერსიტეტში 72 ათასიდან 100 ათას დოლარამდე მერყეობს წელიწადში.
● 50,000 ლარი ნაღდი ფულის სახით აქვს შენახული.
● 350,000 ლარი მშობელმა აჩუქა, ბოლო 2 წელში.
● 114,000 ლარი მოგზაურობაში დახარჯა 2 წელში.
● 95,400 ლარი შვილების 2 წლის სწავლის საფასური საქართველოში.
● ღარიბაშვილის სიდედრმა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით და სესხის გარეშე იყიდა 2018 წელს.
● ღარიბაშვილი 2018-2019 წლებში ვანო ჩხარტიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე მთავრობაში ხელახლა დააბრუნებდნენ.




