სალომე სამადაშვილი – შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია

შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია, რომ კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ს დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.
სამადაშვილის თქმით, ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები, პასუხი მოეთხოვება.
„ქართველი ხალხის გამარჯვებამდე სულ რაღაც 30 საათი დარჩა. ცხადია, რომ ხვალ ისტორიულ არჩევნებზე ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლის, ძლიერი ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ეს იცის რუსულმა რეჟიმმა, რომელიც დღეს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ საათებს ითვლის. მაგრამ რეჟიმი არ ნებდება და ყველანაირი გზით, მათ შორის, კომიკურად სასოწარკვეთილი მცდელობით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების გამოხატვას იქ, სადაც ზუსტად იცის, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელოვანი, მშრომელი ემიგრაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან ლტოლვილებად აქცია ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ცდილობენ, რომ ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვან.
ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელისშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განმარტა, მათთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამად-განის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ზაზა სოხანეიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა მოადგილე, მდივანი და კიდევ ერთი წევრი არ აპირებენ ხვალ არჩევნებზე მისვლას, რაც ისრაელში არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის.
„საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს იმისთვის, რომ კომისია საქმიანობას შეუდგეს. ს 11 სექტემბრის 50-ე დადგენილების თანახმად, თუ 9 წევრს ჩამოსცდება გამოცხადებულ წევრთა რაოდენობა, შეიქმნება სპეც. ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს, ოღონდ ეს სპეც. ჯგუფი უნდა იყოს 7 წევრისგან მაინც შემდგარი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამად-განის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ზაზა სოხანეიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მოადგილე, მდივანი და კიდევ ერთი წევრი არ აპირებენ ხვალ არჩევნებზე მისვლას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების ჩატარებას ისრაელში“, – განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ