სალომე სამადაშვილი შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე – ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა – „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები

ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან, თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას, – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტს.
მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა ს წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.
„სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტზე:
ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა – არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას.
მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატიას და ქართველ ხალხს! „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები.
ელოდებიან და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გააფრთხილეს ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.
მათი გზავნილი ნათელია.
ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს – ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ევროკავშირი, თუ პუტინის რუსეთში ცხოვრება.
ესაა 26 ოქტომბრის არჩევანი“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად