სალომე სამადაშვილი – ყველა ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე წავიდა, ხელისუფლებამ მყარად ჩაიბეტონა პოზიციები – გაუგებარია ჩვენზე ამდენ რესურს რატომ ხარჯავენ ბოიკოტის მომხრეები, თუ ძლიერი ხარ საკუთარ პოზიციებში, წადი და საქმეს მიხედე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი აქტიურობა, ასევე, საარჩევნო აქტიურობა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, საზოგადოებრივი პროტესტი და არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთს არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი.
„ყოველთვის ვგულშემატკივრობ საზოგადოებრივ პროტესტს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ივანიშვილზე ზეწოლისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ამ აქციის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. პარტიები, რომლებიც ამ აქციის უკან დგანან, ვფიქრობ, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმაზე თუ რა იგეგმება. არ ვიცი რა აქციაა და როგორი აქციაა, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთი რამე ვიცი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი აქტიურობა, ასევე საარჩევნო აქტიურობა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად თავსებადია არჩევნებში მონაწილეობა და იმავე საღამოს რუსთაველზე მისვლა, , აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციისთვის ხელისუფლების ცვლილების გზაა და ბოიკოტი მხოლოდ მმართველ ძალას აძლიერებს.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიზნად ისახავს ხელისუფლების შეცვლას და ახალი საპარლამენტო ს დანიშვნას:
რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას, სამადაშვილი ამბობს, რომ მის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს:
„ჩვენ ამ ბრძოლაში იმიტომ, შევედით, რომ გვინდა ხელისუფლების ცვლილება. ცრუ დილემაა მოგონილი პროპაგანდისტების მიერ. ბოიკოტი ეს მათი უფლებაა, ოღონდ ცრუ დილემას უნდა მხილება. ჩვენ რომ არჩევნებში ვმონაწილეობთ, თითქოს ვამბობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩაბეტონდეს, პირიქით, ჩვენ ვამბობთ, თუ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, მოხდება ისე, როგორც ეს მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე წავიდა, ხელისუფლებამ მყარად ჩაიბეტონა პოზიციები.
ხელისუფლების შეცვლა რომ გვინდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, ს რეჟიმის დასრულება რომ გვინდა, ამიტომ შევდივართ საარჩევნო პროცესში. მათ თავად არ აქვთ პასუხი კითხვაზე თუ რა იქნება 4 ოქტომბერს. არ ვიცი ვინ არის ორგანიზატორი, ვინ გააცნობს საზოგადოებას გეგმას, ესეც არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის ვიღებდით პროტესტში მონაწილეობას“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტის მომხრეები ოპოზიციურ რესურსს არასწორად ხარჯავენ.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ერთიანი ფრონტის არქონა და 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნებში თბილისში დაბალი აქტიურობა:
„არჩევნების ბოიკოტის მომხრეები ამბობენ, რომ ისინი არიან ძლიერი თავიანთ პოზიციებში. თუ ძლიერი ხარ საკუთარ პოზიციებში, წადი და შენ საქმეს მიხედე. გაუგებარია ჩვენზე ამდენ რესურს რატომ ხარჯავენ.
ჩვენ ვამბობთ, შეცდომად მიგვაჩნია ის, რომ არ იყო ერთიანი ფრონტი. შეცდომად მიგვაჩნია, რომ თბილისში დაბალი აქტიურობა იყო. არსებობს ხალხი, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები არის მისი სამოქალაქო უფლება. მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო გარემოა მას არ უნდა ბიძინა ივანიშვილმა წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასეთივე ხალხს შეიძლება უნდოდეს აქციაზე გასვლაც“,- განაცხადა სამადაშვილმა.