სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ დელეგატებზე – მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ – „ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია

მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ფეოდალები“ არიან ისინი, ვინც ხელისუფლების ცვლილების დროს, მათ რიგებს პირველები ტოვებენ ხოლმე.
„ყველასთვის გასაგებია ახლა რაც ხდება. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია, არჩევნებს აგებენ. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ამით აიძულებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა დაშინებაში, მოსყიდვაში და სხვა აქტივობებში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად დასრულდება.
მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ეს ფეოდალები პირველები არიან, რომლებიც მერე ხელისუფლების რიგებს ტოვებენ ხოლმე, მისი ცვლილების დროს. ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“