სალომე სამადაშვილი – უნგრეთს, შესაძლოა, ევროკავშირში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეს, ევროპარლამენტი კი, ვფიქრობ, რეზოლუციაში მკაცრად იტყვის, რომ ახალი არჩევნები იქნება წინაპირობა იმის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ დაუდგეს

„ქართულ ოცნებას“ უნგრეთის გარდა სანდო მოკავშირე არ ჰყავს. ორბანს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე იდეური კავშირი კი არ აქვს, ერთმანეთთან გადაბმული კორუმპირებული ინტერესები აქვთ – შესაძლოა, ვეტოს შესაძლებლობის უფლება აღარ ჰქონდეს უნგრეთს და მოხდეს ჯგუფურად სანქციების შემოღება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო დროულად დანებდება ივანიშვილი და იტყვის, რომ ქვეყნის დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება სურს, უმძიმესი შედეგების თავიდან აცილების თეორიულ შანსს შეინარჩუნებს, რათა თავიდან აიცილოს უმძიმესი შედეგები.
ამასთან, მისივე თქმით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიდა პროცესშიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს ერთიანი სტრატეგია.
„აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული სივრცისთვის უკვე არის „პერსონა ნონგრატა“. სტრასბურგში, ევროსაბჭომ მათ აკრედიტაცია არ მისცა. პირობითი დათქმა იგივე იყო, რაც „ქართული ოცნების“ დელეგაციისთვის უარი აკრედიტაციაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯებისთვის ემზადება. მათ შორის, ეს განწყობა აისახება სწორედ იმ რეზოლუციაზე, რომელსაც მიმდინარე კვირას სტრასბურგში, ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. პირველი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს საგანგაშო, არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ უკვე [ევროკავშირში გაწევრიანების] უნიკალური შესაძლებლობა. მაგალითად, მოლდოვას ევროკავშირი უზარმაზარ დახმარებას სთავაზობს და მოლდოვას სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში მათთვის არის პრიორიტეტი. საქართველო ს ხელისუფლების დამსახურებით, ფაქტობრივად, აღარაა გაფართოების პოლიტიკის მონაწილე. ეს ჩვენ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეს რეჟიმი ქვეყანაში სწრაფად რომ დასრულდეს. მეორე, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად მუშაობას იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ ხელშია წნეხის შექმნის თვალსაზრისით. აბსოლუტური ერთსულოვნებაა, რომ ამ რეჟიმისა და მათი წარმომადგენლების სანქცირება მოხდეს. პრობლემა არის ტექნიკური. უნგრეთს აქვს ტექნიკურად ვეტოს დადების შესაძლებლობა, საერთო სანქციების პაკეტზე. მხოლოდ ამიტომაა, რომ დღეს ევროკავშირი ერთობლივ რეჟიმში ვერ იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა ისინი მუშაობენ ალტერნატივებზე. მათ შორის არის სხვადასხვა გზები. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ისეთი პოლიტიკის შემუშავება, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი რეჟიმი. აქ შეიძლება გამონაკლისები იყოს, ვეტოს შესაძლებლობის უფლება შეიძლება აღარ ჰქონდეს უნგრეთს და მოხდეს ჯგუფურად სანქციების შემოღება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ კიდევ შეიცვლება საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერისა და რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მიმართულებით გერმანიაში ს დასრულების შემდეგ. იმიტომ, რომ გერმანიის პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის გარდა სანდო მოკავშირე არ ჰყავს. ორბანს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე იდეური კავშირი კი არ აქვს, ერთმანეთთან გადაბმული კორუმპირებული ინტერესები აქვთ. გამოქვეყნდა შესაბამისი მასალა, „ქართული ოცნების“ გარემოცვა ორბანს საკმაოდ ბევრ ფულს უხდის, მაგრამ ჩვენთვის საფრთხე არის ის, რომ ევროკავშირში არსებობენ შემდგომი გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები. მათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით, დღეს ბევრად უფრო გაძლიერებული აქვთ არგუმენტები – „შეხედეთ, რა ხდება საქართველოში?!“, „შეხედეთ, ამ ქვეყანას არც პოლიტიკური, არც დემოკრატიული და არც ეკონომიკური საწყისები არ აქვს იმის, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი რეზოლუციაში მკაფიოდ იტყვის, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და საჭიროა ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს გამოწვევა, გახარიას პარტია ისევ პარლამენტშია წარმოდგენილი, ევროპარლამენტი, ვფიქრობ, ძალიან მკაცრად იტყვის – ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ახალი საპარლამენტო არჩევნების სასწრაფოდ ჩანიშვნა იქნება იმის წინაპირობა, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ დაუდგეს. თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რაღაცნაირად თავისი პოლიტიკით ს პოზიციას გააძლიერებდა, ეს ყველაფერიც, ეს ილუზიები გაცამტვერებულია. როგორ შეიძლება ამერიკის სიდიადეზე ისაუბრო, ისაუბრო ამერიკის გაძლიერებაზე და ქვეყნის მთავარი მტრის, ს დასუსტება არ იყოს შენი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს დღეს მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც ჩანს, მას ვიღაცები ატყუებდნენ, ტრამპი მოვა, რუსეთთან დალაგდება, ჩვენც დავლაგდებით. ყოველდღე იმსხვრევა მითი, რომ რუსეთის დასუსტება არ იქნება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ევროპასთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ნიშნავს შავბნელ მომავალს. რაც უფრო დროზე დანებდება ივანიშვილი და რაც უფრო დროზე იტყვის, რომ უნდა დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ ჩარჩოში, ჩანიშნოს ახალი არჩევნები, თეორიულ შანსს შეინარჩუნებს, რათა თავიდან აიცილოს უმძიმესი შედეგები, რაც მას წინ ელოდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება მის პოზიციას „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების მიერ პარლამენტში დეპუტატის მანდატების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, სამადაშვილის თქმით, გაურკვეველია, რაში სჭირდებათ მათ პარლამენტში მანდატების შენარჩუნება.
„დღევანდელი მდგომარეობით, რუსულ ხელისუფლებას აქვს 89 მანდატი პარლამენტში. 100 მანდატამდე ანუ პარლამენტის ქმედუნარიანობის დონემდე ამ მანდატების რაოდენობას მათ უვსებს გახარიას პარტია. ძალიან ლეგიტიმურია შეკითხვა – შენ თუ გჯერა, რომ ახალი არჩევები უნდა ჩატარდეს და ამის მოთხოვნა არის შენთვის მთავარი, მაშინ ქმედუნარიანობას რატომ უნარჩუნებ პარლამენტს და რატომ არ გამოდიხარ? მათთან მთავარი შეკითხვაა არის თუ არა ახალი არჩევნები მათი მოთხოვნა?! თუ ახალი არჩევნები არის მათი მოთხოვნა, რისთვის ინარჩუნებენ პარლამენტში მანდატებს? აპირებს თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან მოილაპარაკოს რამეზე? თუ არ აპირებს, გაურკვეველია, რაში სჭირდება პარლამენტში მანდატების შენარჩუნება. ჩვენ გავიძლიერებთ პოზიციას, როცა არცერთი ოპოზიციონერი აღარ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე გავაძლიერებთ ზეწოლას. უკვე პარლამენტის არაქმედუნარიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ. ჩვენ როცა ვსაუბრობთ დასავლეთიდან მეტ დახმარებაზე, თანადგომაზე, ზეწოლაზე, ამ ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვისაც და შედეგის მისაღწევადაც. თუ შეხედავთ, დღეს ყველაზე წარმატებით მიმდინარეობს საგარეო ფრონტზე ბრძოლა. საგარეო ფრონტზე ჩვენ შევძელით ერთიანი ჩარჩოს შექმნა და ერთად ვმოქმედებთ. ერთიანად ვუტევთ რეჟიმს და ამიტომ იდება ხშირად შედეგი. შიდა პროცესშიც აუცილებლად შედეგს გამოიღებს ერთიანი სტრატეგია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე